აშშ-ში შავკანიანმა მამაკაცმა სამი თეთრკანიანი მოკლა

აშშ-ის კალიფორნიის შტატში შავკანიანმა მამაკაცმა სამი თეთრკანიანი მოკლა და ერთი დაჭრა. ინციდენტი ქალაქ ფრესნოში მოხდა.  დამნაშავე  პოლიციამ დააკავა.
პოლიციის ინფორმაციით, კორი ალი მუჰამედმა 90 წამში 16-ჯერ გაისროლა. დაკავების მომენტში ის „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა.
მიუხედავად ამისა, პოლიცია ვარაუდობს, რომ მკვლელობა რასობრივი შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულია და არა ტერორიზმი.
გამოძიების ინფორმაციით, მუჰამედი სოციალურ ქსელებში წერდა, რომ თეთრკანიანებს ვერ იტანს. ის ადრე ჩადენილი ერთი მკვლელობისთვისაც იძებნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები