ლავროვი – “საელჩოს გახსნა ადასტურებს აფხაზეთისა და რუსეთის ურთიერთობების დიდებას“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა სოხუმში რუსეთის ე.წ. საელჩოს გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

“მზად ვართ მომავალი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. გვახარებს, რომ რუსი დიპლომატები ამიერიდან კომფორტულ პირობებში იმუშავებენ“, – განაცხადა გახსნაზე რაულ ხაჯიმბამ.

მისი თქმით, სერგეი ლავროვის ვიზიტი დადასტურებაა იმისა, თუ რამხელა ყურადღებას უთმობს რუსეთი აფხაზეთთან ურთიერთობას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავის მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა, რომ ნებისმიერი ახალმოსახლეობა ყოველთვის დიდი ზეიმია.
„საელჩო შესანიშნავი პროექტია – ეს არ არის გიგანტიზმისადმი ლტოლვა, არამედ ადასტურებს აფხაზეთისა და რუსეთის ურთიერთობების დიდებას“, – განაცხადა ლავროვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები