ერდოღანი – მოკვდავი ვარ და ნებისმიერ დროს შეიძლება მოვკვდე

Turkish President Tayyip Erdogan makes a speech during his meeting with mukhtars at the Presidential Palace in Ankara, Turkey, October 26, 2016. Yasin Bulbul/Presidential Palace/Handout via REUTERS

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაეპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები მას დიქტატორად არ გადააქცევს, – ამის შესახებ მან CNN-თან საუბრისას განაცხადა.

„მოკვდავი ვარ და ნებისმიერ დროს შეიძლება მოვკვდე“, – განაცხადა CNN-თან ინტერვიუში ერდოღანმა. ის უარყოფს ბრალდებებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ემსახურება არა ქვეყნის განვითარებას, არამედ პრეზიდენტისთვის შეუზღუდავი უფლებამოსილების მინიჭებას.

თურქმა ამომრჩეველმა 16 აპრილს ჩატარებულ რეფერენდუმზე 18-პუნქტიან საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს მხარი დაუჭირა. ცვლილებებიხ მიხედვით, პრეზიდენტის უფლებები მნიშვნელოვნად ფართოვდება, კერძოდ, ერდოღანს უფლება ეძლევა პირდაპირ დანიშნოს უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირები, მათ შორის მინისტრები, ასევე დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ვიცე-პრეზიდენტი. ერდოღანი მიიღებს გადაწყვეტილებას, გამოაცხადოს თუ არა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები