სერგეი ლავროვს სოხუმის აეროპორტში ყანწით დახვდნენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს სოხუმში, ბაბუშერას აეროპორტში ყანწით დახვდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
აეროპორტში ლავროვს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა, ე.წ.საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე და რუსეთის ელჩი სემიონ გრიგორიევი შეხვდნენ. ამავე ინფორმაციით, ლავროვი მონაწილეობას მიიღებს ოკუპირებულ აფხაზეთის რუსეთის ე.წ. საელჩოს ახალი შენობის გახსნაში, 19 აპრილს კი ის რაულ ხაჯიმბასთან მოლაპარაკებას გამართავს. მთავარი საკითხი უსაფრთხოების პრობლემები იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები