ლავროვი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩაფრინდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სოხუმში ჩაფრინდა. ამის შესახებ „ინტერფაქსი” იუწყება.
აეროპორტში ლავროვს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა, ე.წ.საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე და რუსეთის ელჩი სემიონ გრიგორიევი შეხვდნენ.
ამავე ინფორმაციით, ლავროვი მონაწილეობას მიიღებს ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთის ე.წ. საელჩოს ახალი შენობის გახსნაში, 19 აპრილს კი ის რაულ ხაჯიმბასთან მოლაპარაკებას გამართავს. მთავარი საკითხი უსაფრთხოების პრობლემები იქნება.