დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა 8 ივნისს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ განაცხადა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში 8 ივნისს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი“ იუწყება.
„ჩვენ მთავრობის სხდომა გავმართეთ, შევთანხმდით, რომ 8 ივნისს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ქვეყანას ძლიერი მთავრობას სჭირდება“, – განაცხადა მეიმ. მან ასევე აღნიშნა, რომ შესაბამის კანონპროექტს პარლამენტს 19 აპრილს წარუდგენს. მისი მიღებისთვის ხმათა ორი მესამედია საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები