„ისლამური სახელმწიფო“ „ალ ქაიდასთან“ გაერთიანებას აპირებს

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ „ალ ქაიდასთან“ გაერთიანებას აპირებს. ამის შესახებ ერაყის ვიცე-პრეზიდენტმა, აიად ალავიმ განაცხადა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. მისი ინფორმაციით, ისლამისტებმა ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ მოსულში მათი დამარცხება ახლოვდება.
„ალ ბაღდადის და ალ-ზავახირის წარმომადგენლებს შორის შესაძლო ალიანსის შესახებ მოლაპარაკება მიმდინარეობს. ისინი ამ ალიანსის შესაძლებლობას განიხილავენ“, – განაცხადა აიად ალავიმ.
„ისლამური სახელმწიფო“ „ალ ქაიდას“ 2014 წელს გამოეყო. ალ ზავახირიმ „ისლამური სახელმწიფო“  სისასტიკის გამო, არაერთხელ გააკრიტიკა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები