რუსეთის პატრიარქმა ბიბილოვს “საპრეზიდენტო არჩევნებში” გამარჯვება მიულოცა
რუსეთის პატრიარქმა კირილემ ანატოლი ბიბილოვს ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საპრეზიდენტო არჩევნებში“ გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.
„გილოცავთ პრეზიდენტად არჩევას. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა თქვენზე მშვიდობიანი ცხოვრების, სოციალური და ეკონომიკური განვითარების და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების კუთხით დიდ იმედებს ამყარებენ“, – განაცხადა პატრიარქმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ბიბილოვი თანამემამულე ქრისტიანებს სათანადო ყურადღებით მოექცევა.