ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება გაეროს სპეციალური წარმომადგენლის განცხადებას პასუხობს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს სპეცწარმომადგენლის სტეფან დიუჟარიკის განცხადებას პასუხობს და 9 აპრილს ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს „ქვეყნის საშინაო საქმეს“ უწოდებს, რომელიც „არც ერთი ქვეყნის ინტერესს არ აზიანებს“.
გაეროს სპეცწარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებული „საპრეზიდენტო არჩევნები“ და „რეფერენდუმი“ არის ცალმხრივი აქცია და ის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ნეგატიურად აისახება.
„ეს ვერანაირად ვე იმოქმედებს ჟენევის დისკუსიებზე. გაეროს წარმომადგენლის ლოგიკა გასაგები იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ჟენევის დისკუსიებს გაერო იმისთვის იყენებს, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს პოლიტიკურ ორბიტაზე აღმოჩნდეს“ – აცხადებენ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ამავე განცხადების მიხედვით, ქართული მხარე ყველანაირად ცდილობს ჟენევის პროცესის დაშლას.