ხმელთაშუა ზღვაში მაშველებმა 2 ათასი მიგრანტი გადაარჩინეს (ფოტოკოლაჟი)

ხმელთაშუა ზღვაში 2 ათასამდე მიგრანტი გადაარჩინეს, რომლებიც ევროპაში ჩასვლას ცდილობდნენ.  ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
სამაშველო ოპერაცია იტალიის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა განახორციელეს. მათ საერთო ჯამში 2 074 მიგრანტი აღმოაჩინეს, რომლებიც რეზინის ნავებით გადაადგილდებოდნენ.
მიგრანტების უმეტესობა აფრიკიდან იყო. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ერთად ამდენი მიგრანტი ზღვაში მათ არასოდეს უნახავთ.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, მხოლოდ წელს ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში 32 ათასი მიგრანტი ჩავიდა. 650 დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები