როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

აღდგომის დღეებში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს შედარებით გამოიდარებს.
მათივე ინფორმაციით, 16 – 17 აპრილს დასავლეთ საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +20, +25 გრადუსია მოსალოდნელი. 16 -17 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება.
დედაქალაქში 16 აპრილს დღისით და 17 აპრილს დილის საათებში მცირე წვიმაა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები