ჩრდილოეთ კორეა აშშ-სა და მის მოკავშირეებზე დარტყმებით იმუქრება

ჩრდილოეთ კორეა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებზე დარტყმებით იმუქრება. ფხენიანის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დარტყმების მიზეზი შეიძლება ვაშინგტონის მხრიდან პროვოკაციები გახდეს.
ჩრდილოეთ კორეის გენერალური შტაბის ინფორმაციით, დარტყმები, შესაძლოა, სამხრეთ კორეაზე, იაპონიაზე და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროებზე განხორციელდეს. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური სააგენტო იუწყება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-მა ფხენიანზე ძალისმიერი ზეწოლის და სანქციების გზა აირჩიეს.  კერძოდ ფხენიანს ტელეკომპანია  NBC-ის ეთერში გამოთქმული მოსაზრება მოჰყავს, რომლის მიხედვით ამერიკა სამხრეთ კორეაში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს და ვაშინგტონის გეგმებში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ფიზიკური ლიკვიდაცია შედის. ჩრდილოეთ კორეა ამერიკულ ავიამზიდის განადგურებითაც იმუქრებიან რომელიც კორეის ნახევარკუნძულის სანაპიროს მიუახლოვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები