იერუსალიმში მამაკაცმა ბრიტანელი ტურისტი დანით მოკლა

ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმის ცენტრში 57 წლის პალესტინელმა ახალგაზრდა ბრიტანელი ტურისტი ქალი დანით მძიმედ დაჭრა. მოგვიანებით, 20 წლის დაჭრილი ტურისტი საავადყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ „სი ენ ენი” იუწყება.
თავდასხმა ტრამვაის გაჩერებაზე მოხდა ძველი ქალაქის მახლობლად, სადაც უმარავი ტურისტი იმყოფებოდა.
ინციდენტი იუდეველთა დღესასწაულზე მოხდა, როდესაც აღდგომის წინა დღეებში იერუსალიმის წმინდა ადგილებში ათასობით მომლოცველი ჩადის მთელი მსოფლიოდან.
ბოლო დროს ისრაელში ცივი იარაღის გამოყენებით არაერთი ტერორისტული თავდასხმა მოხდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები