რუსეთში მატარებლის და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა რუსეთის ომსკის ოლქში სატვირთო მატარებლის და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად. ამის შესახებ „რია ნოვოსტი” იუწყება.
ადგილობრივი საგანგებო მოვლენათა სამსახურის ინფორმაციით, შეჯახება სარკინიგზო გადასასვლელზე მოხდა. მიკროავტობუსში 10 ბავშვი იმყოფებოდა. ავარიის შედეგად მძღოლი და მასწავლებელი დაიღუპნენ. დაშავებულთა შორის ერთი ბავშვია.
ამჟამად მომხდარის გამოძიებაა დაწყებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები