ლავროვმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების შეტევები სირიის სამთავრობო ძალებზე არ განმეორდება

FILE PHOTO: U.S. Navy guided-missile destroyer USS Porter (DDG 78) conducts strike operations while in the Mediterranean Sea which U.S. Defense Department said was a part of cruise missile strike against Syria on April 7, 2017. Ford Williams/Courtesy U.S. Navy/Handout via REUTERS/File Photo

რუსეთი და აშშ შეთანხმდნენ, რომ ამერიკელების დარტყმები სირიის სამთავრობო ძალებზე არ განმეორდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სირიელ კოლეგასთან ვალიდ ალ-მუალემთან მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ლავროვის თქმით, ეს შეთანხმება ოთხშაბათს მოსკოვში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის ვიზიტის დროს იყო მიღწეული.
ამასთანავე ვაშინგტონი ინფორმაციას ავრცელებს, რომ ტილერსონმა მოუწოდა მოსკოვს მოახდინოს გავლენა ბაშარ ასადის რეჟიმზე, რათა მან მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით დარტყმები არ გაიმეოროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ მომავალში საპასუხო მოქმედებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მარკ ტონერმა განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები