“ოთარ ფარცხალაძეს მთავარი პროკურორის პოსტზე მუშაობის მორალური უფლება არ ჰქონდა“

 ოთარ ფარცხალაძეს მთავარი პროკურორის პოსტზე მუშაობის მორალური უფლება არ ჰქონდა – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ ყველაფერს თავად ფარცხალაძეც აცნობიერებდა და სწორედ ამიტომ,  მან თანამდებობიდა წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
,,სამწუხაროდ, მე ბატონ ოთარს მანამდე კარგად არ ვიცნობდი. ის პრემიერს წარვუდგინე და ფარცხალაძის ნასამართლეობა როგორც ჩემთვის, ისე მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, ის ნასამართლევად აღარ ითვლებოდა. არის თანამდებობები, სადაც თუ გაქარწყლებული, ან მოხსნილი გაქვს ნასამართლეობა, რეაბილიტაციის გავლის შემდეგ შეგიძლია იმუშაო, მაგრამ არა მთავარი პროკურორის,  ან პროკურორის თანამდებობაზე, იმიტომ რომ შენ სჯი სხვებს და წარსულში არ უნდა იყო დასჯილი. ჩემი აზრით, მას ამ პოსტზე ყოფნის მორალური უფლება არ ჰქონდა. ამ პოზიციას ფარცხალაძეც იზიარებდა. როდესაც ეს ამბავი აგორდა, მას სტრასბურგიდან დავუკავშირდი. ის ადეკვატურად აცნობიერებდა რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ყველაფერს და ვფიქრობ, მან გაბედული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტულება მიიღო,,- განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები