საბერძნეთმა თურქეთში 21 მიგრანტი დააბრუნა

საბერძნეთმა თურქეთში 21 მიგრანტი დააბრუნა. ეს ევროკავშირსა და თურქეთში როდის რეადმისიის შესახებ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში მოხდა. ამის შესახებ სააგენტო “ანადოლუ“ იუწყება.
საბერძნეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ამ პირთა მოთხოვნა თავშესაფრის მიღების შესახებ არ დაკმაყოფილდა. მიგრანტები ბერძნული კუნძულ ლესბოსიდან იზმირის პროვინციის ქალაქ დიკილიში დააბრუნეს.
თურქეთსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, თურქეთმა ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალური მიგრანტების შესვლა არ უნდა დაუშვას.
2016 წლის მარტის შემდეგ ამის გამო ევროკავშირიდან თურქეთში 1014 მიგრანტი დააბრუნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები