ბიბილოვი აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ახლადარჩეული დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ ეს რეგიონი რუსეთის შემადგენლობაში უნდა გაწევრიანდეს. ამის შესახებ მან „ბი ბი სის“ რუსულ სამსახურს განუცხადა. ბიბილოვი აცხადებს, რომ რუსეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის გაწევრიანება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის ჩრდილოეთ ოსეთს მიუერთდება. ბიბილოვმა ასევე აღნიშნა, რომ ეს საკითხი მოსკოვში მისი ვიზიტის დროს განიხილებოდა.
„ჩვენ ისტორიული სამართლიანობა უნდა აღვადგინოთ. რაც ახალ ხდება არ არის სწორი, როდესაც ოსი ხალხი გაყოფილია“ – აცხადებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი.
ბიბილოვმა 9 აპრილს გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 57% მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები