დორტმუნდში ორი დღის წინ ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ერაყში „ისლამურ სახელმწიფოში“ იბრძოდა

გერმანიის პროკურატურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პირი, რომელმაც დორტმუნდში საფეხბურთო კლუბ „ბორუსიის“ ავტობუსთან აფეთქება მოაწყო, რამდენიმე წლის წინ ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ საველე მეთაური იყო. ამჟამად ამ ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს.
ამასთან ერთად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერორისტულ დაჯგუფებას მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია. ამჟამად პროკურატურა სასამართლოსგან დაკავებული პირისთვის პატიმრობას ითხოვს.
ცნობისთვის, სამშაბათს საღამოს დორტმუნდში, გერმანული საფეხბურთო კლუბის „ბორუსიას“ ავტობუსთან, რომელსაც ფეხბურთელები გადაჰყავდა, „ბორუსიის“ფეხბურთელების „მონაკოსთან“ შესახვედრად სტადიონზე მიდიოდნენ. “დოიჩე ველეს” ინფორმაციით, „ბორუსიის“ ცენტრალურმა მცველმა მარკ ბარტრამ ტრავმა მიიღო, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. აფეთქებების შედეგად სხვა ფეხბურთელები არ დაშავებულან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები