„ისლამურმა სახელმწიფომ“ 4 ქურთ ტყვეს თავები მოჰკვეთა

„ისლამური სახელმწიფოს“ “ბოევიკებმა“ სირიის ქალაქ რაქაში ქურთ ტყვეებს თავები მოჰკვეთეს, – ამის შესახებ „ქურთისტანის პატრიოტული კავშირი“ იუწყება.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ისლამისტებმა ქურთები საჯაროდ დასაჯეს სიკვდილით, ხოლო მათი თავები რაქის ცენტრალურ მოედანზე დატოვეს.
„სირიის დემოკრატიული ძალები“, რომელშიც ქურთი მებრძოლებიც შედიან, რაქას უტევენ. ოპერაციას შეერთებული შტატების ავიაციაც ეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები