თურქეთში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 412 წევრი დააკავეს

თურქეთის 21 პროვინციაში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად “ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 412 პირი დააკავეს. შესაბამის ინფორმაციას ქვეყნის შს სამინისტრო ავრცელებს.
ოპერაციის დროს ამოღებულია დიდი ოდენობით იარაღი, ტყვია-წამალი და „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ საბუთები.
გარდა ამის,ა ამავე უწყების ინფორმაციით, ბოლო დღეებში თურქეთის სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული სპეცოპერაციების დროს „ისლამური სახელმწიფოს” 131 „ბოევიკია” დაკავებული. ამ შემთხვევაშიც დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალებია ამოღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები