აშშ-ის დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომ იდლიბის პროვინციაში ქიმიური შეტევის უკან ასადი დგას

აშშ-ის დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომ იდლიბის პროვინციაში განხორციელებული ქიმიური შეტევის უკან სირიის ხელისუფლება დგას. ამერიკულმა დაზვერვამ მოიპოვა სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, რომელზეც ქიმიურ საკითხებში სირიელი ექსპერტები არიან ჩაწერილები და ზარინის გამოყენებით შეტევის მზადებას განიხილავენ. ამის შესახებ ტელეკომპანია „სი ენ ენი“ იუწყება.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ქიმიურ შეტევასთან რუსეთის კავშირის დამადასტურებელი ინფორმაცია ამერიკულმა დაზვერვამ ვერ მოიპოვა, ვინაიდან რუსები კომუნიკაციის დროს ბევრად უფრო ფრთხილად იქცევიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები