ევროპის სასამართლომ რუსეთს ბესლანის ტრაგედიაში დაღუპულთა ოჯახებისთვის 3 მლნ ევროს გადახდა დააკისრა

ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ დააკმაყოფილა ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში 2004 წელს დაღუპულთა და დაზარალებულთა ნათესავების სარჩელი.
სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ადამიანის სიცოცხლის უფლება დაარღვია. ამის შესახებ “ბი ბი სი’ იუწყება. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ვერ დაიცვა ადამიანები, რომლებიც ბესლანის სკოლაში დაიღუპნენ. გარდა ამისა, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა სკოლის შტურმი სათანადოდ ვერ დაგეგმეს, რათა მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მინიმალური ყოფილიყო. საერთო ჯამში სასამართლომ რუსეთს დაღუპულთა და დაზარალებულთ სასარგებლოდ 3 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. თითოეული დაღუპულის ნათესავებს რუსეთის ხელისუფლებამ 10 ათასი ევრო, მძიმედ დაჭრილთა ნათესავებს 7 ათასი ევრო, ხოლო მსუბუქად დაჭრილთა სასარგებლოდ 3 ათასი ევრო უნდა გადაიხადოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები