„ისლამური სახელმწიფო“ ერაყის ტერიტორიის 7%-ს აკონტროლებს

ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ერაყში კონტროლირებადი ტერიტორია 7%-მდე შემცირდა. ეს მინიმუმია ამ დაჯგუფების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან.
„2014 წელს „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები ერაყის 40%-ს აკონტროლებდნენ. მიმდინარე წლის 31 მარტისთვის კი დაჯგუფება ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 6,8%-ს აკონტროლებს“, – განაცხადა ბრიგადის გენერალმა აჰია რასულმა.
ცნობისთვის, ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა საერთაშორისო კოალიციის დახმარებით ბოლო დროს რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავეს. ამჟამად მიმდინარეობს ქალაქ მოსულის გათავისუფლების ბოლო ეტაპი. „ბოევიკების“ ხელში ამ დასახლებული პუნქტის მხოლოდ მცირე ნაწილი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები