იაპონიის პრემიერი ვარაუდობს, რომ ჩრდილოეთ კორეას შეიძლება ქიმიური იარაღი ჰქონდეს

ჩრდილოეთ კორეას, შესაძლოა, ქიმიური იარაღი ჰქონდეს. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ფხენიანმა შეიძლება რაკეტები გამოიყენოს. ამის თაობაზე სააგენტო „კიოდო“ იუწყება.
აბემ განაცხადა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხე არა მარტო სირიაში, არამედ აზია – წყნარი ოკეანის რეგიონშიც არსებობს.
„არის იმის საფრთხე, რომ ჩრდილოეთ კორეამ რაკეტების მეშვეობით ზარინის გადატანის შესაძლებლობა მიიღოს. ცოტა ხნის წინ ამ გაზით სირიაში 100 ადამიანი მოკლეს. ჩვენ უნდა მივიღოთ ყველა აუცილებელი ზომა, რათა თავი დავიცვათ”, – განაცხადა აბემ.
მარტის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეამ 4 რაკეტა გაუშვა და ამას „იაპონიაში მდებარე აშშ-ის ბაზებზე დარტყმის რეპეტიცია“ უწოდეს. სამი რაკეტა ზღვაში, იაპონიის ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე დაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები