ვენესუელაში საპროტესტო აქციების დროს მოზარდი დაიღუპა

საპროტესტო აქციების დროს ვენესუელაში 13 წლის მოზარდი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. როგორც ტვიტერში დეპუტატმა ალფონსო მარკინმა დაწერა, მოზარდი საპროტესტო აქციის დროს მუცელში გასროლით მოკლეს. ბოლო პერიოდში ვენესუელაში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რაოდენობა უკვე 4-ს შეადგენს.
ვენესუელაში ბოლო რამდენიმე თვეა პრეზიდენტ მადუროს წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები