რუსულ-ამერიკული ურთიერთობის დასარეგულირებლად სპეციალური ჯგუფს შეიქმნება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის განცხადებით, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობებს დაასტაბილურებს. ამის შესახებ რექს ტილერსონმა ვლადიმერ პუტინთან და სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სერგეი ლავროვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მხრეებს შორის სიტუაცია და ნდობა  ძალიან დაბალ ნიშნულზეა და ორი ბირთვული სახელმწიფო ასეთ ურთიერთობაში ვერ დარჩება.
“ჩვენ უნდა შევაჩეროთ ურთიერთობების დეგრადირება და აღვადგინოთ ნდობა, რათა გადავწყვიტოთ ის საკითხები, რომლებიც ჩვენთვის, ყველასთვის მნიშვნელობანია. შევთანხმდით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, იმ საკითხების მოსაგვარებლად, რომელიც არსებულ სიტუაციაზე გადაუდებელ გადაწყვეტილებას მოითხოვს”,- განაცხადა რექს ტილერსონმა.
მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა აშშ–ის შეიარაღებული ძალების მიერ სირიაში ასადის ჯარების სამხედრო აეროდრომზე განხორციელებული სარაკეტო დავთასხმის შემდეგ. ტრამპმა ამ ქმედებას ასადის ჯარების მიერ სირიაში მშვიდობიან მოსახლეობაზე ქიმიურ თავდასხმაზე შურისძიება უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები