სოფიო ქაცარავამ და ზიგფრიდ ბრაკემ ადმინისტრაციული ზოლი მოინახულეს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბელგიის სამეფოს ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან ერთად, შიდა ქართლში იმყოფებოდა.
სოფიო ქაცარავა სტუმართან ერთად, გორში, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მუშაობის სპეციფიკას და ძირითადი საქმიანობის მიმართულებებს ადგილზე გაეცნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მათ სოფელ ხურვალეთთან მდებარე ადმინისტრაციული ზოლი მოინახულეს, სადაც სოფლის მოსახლეობის ნაწილი რუსული ოკუპაციის მიერ აღმართული მავთულხლართებით არის გაყოფილი.
დღესვე, ბელგიის სამეფოს ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მოგვიანებით კი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე შეხვდება

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები