დორტმუნდში განხორციელებულ ტერაქტში ეჭვმიტანილი დაკავებულია

გერმანიის პოლიციის ინფორმაციით, დორტმუნდის „ბორუსიას“ ავტობუსის აფეთქებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“იუწყება.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პროკურატურამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. ამავე ინფორმაციის მიხედვით, დაკავებული ისლამისტებთან არის კავშირში.
ცნობისთვის, სამშაბათს საღამოს დორტმუნდში, გერმანული საფეხბურთო კლუბის „ბორუსიას“ ავტობუსთან, რომელსაც ფეხბურთელები გადაჰყავდა, „ბორუსიის“ფეხბურთელების „მონაკოსთან“ შესახვედრად სტადიონზე მიდიოდნენ. “დოიჩე ველეს” ინფორმაციით, „ბორუსიის“ ცენტრალურმა მცველმა მარკ ბარტრამ ტრავმა მიიღო, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. აფეთქებების შედეგად სხვა ფეხბურთელები არ დაშავებულან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები