ეგვიპტეში აფეთქების შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა

ეგვიპტის სინაის ნახევარკუნძულზე სამი ბავშვი დაიღუპა ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად. ამის შესახებ “ანადოლუ” იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ბავშვებმა მოწყობილობა აღმოაჩინეს და როდესაც მას ხელით შეეხნენ, ბომბია ფეთქდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
სინაის ნახევარკუნძულზე რადიკალმა ისლამისტებმა ბოლო დროს რამდენიმე თავდასხმა მოაწყვე,. ეგვიპტის ამ რაიონში დაძაბული მდგომარეობაა. ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით კვირას მომხდარი ტერაქტების შემდეგ საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები