უფლებადამცველების ინფორმაციით, ჩეჩნეთში ჰომოსექსუალებს სპეციალურ ბანაკებში ათავსებენ

ჩეჩნეთში ჰომოსექსუალებს სპეციალურ საკონცენტრაციო ბანაკებში ათავსებენ, სადაც უმოწყალოდ სცემენ და აწამებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები ავრცელებენ.
გაზეთ The Independent-ის ცნობით, უფლებადამცველები ამ თემით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც მედიაში ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში 100-მდე ჰომოსექსუალი მამაკაცი დააკავეს და ციხეში გადაიყვანეს. მათგან სამი ციხეში მოკლეს.
ჩეჩნეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი ალვი კარიმოვი ამ ინფორმაციას უარყოფს და აღნიშნავს, რომ ჩეჩნეთში „ჰომოსექსუალები არ არსებობენ“
„თქვენ ვერც დააკავებთ და ვერც აწამებთ იმ ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ არ არსებობენ. ჩეჩნეთში ასეთი ადამიანები რომც არსებობდნენ, სამართალდამცველებს მათ გამო შეწუხება არ მოუწევდათ, რადგანაც საკუთარი ნათესავები მათ ისეთ ადგილას გააგზავნიდნენ, საიდანაც ვერასოდეს დაბრუნდებოდნენ “, – განაცხადა კარიმოვმა.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ჰომოსექსუალები ჩეჩნეთის ქალაქ არღუნში საკონცენტრაციო ბანაკებში ჰყავთ დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები