სააკაშვილი აღმოსავლეთ უკრაინას და დანარჩენ უკრაინას შორის კედლის აშენების ინიციატივით გამოდის

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დონეცკის და ლუგანსკის ოლქების იმ რაიონებთან, რომლებსაც პრორუსი სეპარატისტები აკონტროლებენ, კედლის მშენელობის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ სააკაშვილმა ფეისბუქში დაწერა.
„ოკუპირებულ დონბასთან უნდა ავაშენოთ დიდი კედელი და დანარჩენ უკრაინას მივხედოთ „ – დაწერა სააკაშვილა.
მისი თქმით, უკრაინა აუცილებლად დაიბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს მას შემდეგ, რაც დაამარცხებს კორუფციას და სწრაფად განვითარდება. „იმისთვის რომ ეს ტერიტორიები სწრაფად დავიბრუნოთ, ცვლილებები, პირველ რიგში, კიევში უნდა მოხდეს“, – წერს სააკაშვილი.


 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები