ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა – დაზიანებულია 30-ზე მეტი სახლი

ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების შედეგად 30-ზე მეტი სახლი დაზიანდა. ასევე დაზიანდა რამდენიმე მეჩეთი, სკოლა და საავტომობილო ხიდი. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ფილიპინების ვულკანოლოგიის ინსტიტუტის მონაცემებით, მიწისძვრის მაგნიტუდამ 6,0 შეადგინა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ვაო ინ ლანაოს პროვინციაში მდებარეობდა.
რამდენიმე ადამიანი უმნიშვნელოდ დაშავდა. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები