იემენში ხუთი სუდანელი სამხედრო მოკლეს

იემენში ხუთი სუდანელი სამხედრო დაიღუპა. სუდანელი კარისკაცები საერთაშორისო კოალიციის მხარეს ამბოხებული ხუსიტების წინააღმდეგ იბრძოდნენ. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, სუდანელები საბრძოლო ოპერაციაში მონაწილეობდნენ, რომლის დროსაც 5 სამხედრო დაიღუპა და 22 დაიჭრა. სამხედეროები იუწყებაიან, რომ მათ “მნიშვნელოვანი ტერიტორიის დაკავება” შეძლეს.
იემენში სამოქალაქო ომი 2014 წლიდან მიმდინარეობს. 2015 წელ;ს მასში საუდის არაბეთი და სხვა არაბული ქვეყნებიც ჩაერთვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები