„გულმოწყალე ალაჰის სახელით“ – დორტმუნდში აფეთქების ადგილზე ნაპოვნი წერილის ავტორი სხვა სპორტსმენებსაც ემუქრება

დორტმუნდში, სამშაბათს საღამოს მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით პოლიცია ისლამისტური კვალის არსებობას სწავლობს, – ამის შესახებ გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ იუწყება.
“დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, აფეთქების ადგილზე ნაპოვნი წერილობითი შეტყობინება იწყება სიტყვებით – „გულმოწყალე ალაჰის სახელით“.
წერილში ასევე საუბარია გერმანიის დედაქალაქ ბერლინში 2016 წლის დეკემბერს, საშობაო ბაზრობაზე მომხდარ ტერაქტზე და გერმანულ სამხედრო თვითმფრინავებზე, რომლებიც სირიაში მუსლიმანების მკვლელობაში მონაწილეობენ.
„ამიერიდან სპორტსმენები და სხვა ცნობილი პირები გერმანიაში და სხვა ჯვაროსნულ ქვეყნებში „ისლამური სახელმწიფოს“ დასახვრეტთა სიაში მოხვდნენ“, – წერს წერილის ავტორი.
გამოძიების ინფორმაციით, წერილთან დაკავშირებით, ერთმნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა ნაადრევია. პოლიცია ამ ეტაპზე მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაციას არ ანიჭებს.​
ცნობისთვის, სამშაბათს საღამოს დორტმუნდში, გერმანული საფეხბურთო კლუბის „ბორუსიას“ ავტობუსთან, რომელსაც ფეხბურთელები გადაჰყავდა, „ბორუსიის“ფეხბურთელების „მონაკოსთან“ შესახვედრად სტადიონზე მიდიოდნენ. “დოიჩე ველეს” ინფორმაციით, „ბორუსიის“ ცენტრალურმა მცველმა მარკ ბარტრამ ტრავმა მიიღო, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. აფეთქებების შედეგად სხვა ფეხბურთელები არ დაშავებულან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები