რექს ტილერსონი დღეს სერგეი ლავროვს შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი დღეს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდება. ტილერსონი მოსკოვში სამშაბათს ჩაფრინდა. ის რუსეთის დედაქალაქში იტალიიდან გაემგზავრა, სადაც “დიდი შვიდეულის” საგარეო საქმეთა მინისტრუბის შეხვედრაში მოანწილეობდა.
მოსკოვში გამგზავრებამდე ტილერსონმა განაცხადა, რომ რუსეთმა უდნა აირჩიოს აშშ-სა და ბაშარ ასადს შორის. სავარაუდოდ, მოლაპარაკების დიდი ნაწილი სწორედ სირიის საკითხს დაეთმობა.
ვიზიტამდე ტილერსონმა მოსკოვი სირიიდან ქიმიური იარაღის გატანის შესახებ 2013 წელს მიღწეული შეთანხმების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, „მოსკოვმა ან შეთანხმებას ხაზი გადაუსვა“. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონს რამდენიმე დღის წინ იდლიბის პროვინციაში განხორციელებულ ქიმიურ შეტევაში მოსკოვის პირდაპირი მონაწილეობის მტკიცებულება არა აქვს, აშშ-ის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ რუსეთმა ამ შეტევის შესახებ წინასწარ იცოდა.
როგორც გამოცემა “The Telegraph”-ი იუწყება, ტილერსონი მოსკოვისთვის გარიგების შეთავაზებას გეგმავს. საუბარია რუსეთისთვის „დიდ შვიდეულში“ დაბრუნებაზე ასადის მხარდაჭერის შეწყვეტის სანაცვლოდ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები