დორტმუნდში, გუშინ საღამოს მომხდარი აფეთქების ადგილზე ბოროტმოქმედის წერილი იპოვეს

დორტმუნდში, გუშინ მომხდარი აფეთქების ადგილზე წერილი იპოვეს, რომლის ავტორმა საფეხბურთო კლუბ „ბორუსიაზე“ მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო. ამის შესახებ სააგენტო “ასოშიეიტედ პრესი” იუწყება. ამჟამად პოლიცია ამ მამაკაცის ვინაობას არკვევს. სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, პოლიცია არ ადასტურებს, რომ აფეთქება ტერორისტული აქტი იყო. ამ ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარეობს გამოძიება და ქალაქში უსაფრთხოების დამატებითი ზომებია მიღებული. ცნობისთვის, სამშაბათს საღამოს დორტმუნდში, გერმანული საფეხბურთო კლუბის „ბორუსიას“ ავტობუსთან, რომელსაც ფეხბურთელები გადაჰყავდა, „ბორუსიის“ფეხბურთელების „მონაკოსთან“ შესახვედრად სტადიონზე მიდიოდნენ. “დოიჩე ველეს” ინფორმაციით, „ბორუსიის“ ცენტრალურმა მცველმა მარკ ბარტრამ ტრავმა მიიღო, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. აფეთქებების შედეგად სხვა ფეხბურთელები არ დაშავებულან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები