თურქულ ენაზე „კვაჭი კვაჭანტირაძის” მთარგმნელ ფარნა – ბექა ჩილაშვილთან შეხვედრა გაიმართება

12 აპრილს, 17:00 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანება ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში მართავს შეხვედრას მიხეილ ჯავახიშვილის რომანის “კვაჭი კვაჭანტირაძის” თურქულ ენაზე მთარგმნელ ფარნა – ბექა ჩილაშვილთან.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, შეხვედრა საგულისხმოა იმით, რომ ფარნა – ბექა ჩილაშვილი, იგივე ფაჰრეთინ ჩილოღლუ თანამედროვე თურქული ლიტერატურის ერთ–ერთი საინტერესო წარმომადგენელი, ლიტერატურულ სამყაროში ცნობილი პროზაიკოსი, პოეტი და ესეისტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწეა.
მას ქართველი მკითხველი სხვადასხვა დროს გამოცემული პროზაული თუ პოეტური კრებულებით იცნობს: “სასაზღვრო ფიქრები“ , “სანამ თოვს“, “ერთი წვეთი ლიმონი” და სხვა. ასევე, თარგმანებით: ოთარ ჭილაძე – “გზაზე ერთი კაცი მიდიოდა”, ნოდარ დუმბაძე – “მზიანი ღამე”, ერლომ ახვლედიანი – “კოღო ქალაქში”, დათო ტურაშვილი – “ჯინსების თაობა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები