ფილიპინებზე „აბუ საიაფის“ ლიდერი მოკლეს

ფილიპინების შეიარაღებულმა ძალებმა ისლამისტური დაჯგუფების, „აბუ საიაფის“ ლიდერი მოამარ ასკალი მოკლეს. ის მძევლების მკვლელობებისთვის იძებნებოდა. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
ასკალი სამთავრობო ძალებსა და „ბოევიკებს“ შორის ბოხოლის კუნძულზე მომხდარი შეტაკების დროს დაიღუპა. ორმხრივი სროლის დროს, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, სამი სამხედრო და პოლიციელი დაიღუპა. ფილიპინების ხელისუფლება „აბუ საიაფის“ ლიდერის ლიკვიდაციას ამ დაჯგუფებაზე სერიოზულ დარტყმას უწოდებს.
„აბუ საიაფი“ 1990-იან წლებში შეიქმნა. მასში დაახლოებით 400 ადამიანი შედის. 2014 წელს მან „ისლამურ სახელმწიფოს“ ერთგულების ფიცი მისცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები