ტრამპმა ნატოში მონტენეგროს შესვლას მხარი დაუჭირა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატოში მონტენეგროს გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. ეს ქვეყანა ნატოს 29-ე წევრი გახდება. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
„აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მონტენეგროს გაწევრიანების ოქმს ხელი მოაწერა“ – წერია თეთრი სახლის განცხადებაში.
მარტის ბოლოს ალიანსის გაფართოებას და ნატოში მონტენეგროს გაწევრიანებას აშშ-ის სენატმა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, 97-ით ორის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები