საფეხბურთო კლუბ „ბორუსიის“ ავტობუსთან სამი აფეთქება მოხდა

დორტმუნდში, გერმანული საფეხბურთო კლუბის „ბორუსიას“ ავტობუსთან, რომელსაც ფეხბურთელები გადაყავდა,  სამი აფეთქება მოხდა. აფეთქება „ბორუსია“–„მონაკოს“ მატჩის წინ მოხდა.
“დოიჩე ველეს” ინფორმაციით, „ბორუსიის“ ცენტრალურმა მცველმა მარკ ბარტრამ ტრავმა მიიღო, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. აფეთქებების შედეგად სხვა ფეხბურთელები არ დაშავებულან.
გუნდის ხელმძღვანელებმა ტვიტერზე დაწერეს, რომ აფეთქება სასტუმროსთან მოხდა და სტადიონსა და მის შემოგარენში არანაირი საფრთხე არ არსებობს. ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის მატჩი ხვალ, 12 მარტს გაიმართება. ადგილობრივი პოლიცია სტადიონზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განსაკუთრებულ ზომებს იღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები