ჯაბა სამუშია: თბილისში დამკვიდრდა ახალი პოლიტიკური კულტურა და საკრებულოს წევრები საზოგადოებასთან ერთად ვისმენთ მერის ანგარიშს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ  სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დედაქალაქის მერს ანგარიშის წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა.
„წინა მოწვევის საკრებულოში სულ მცირე ათჯერ მივმართეთ მერს საკრებულოში მოსულიყო, თუმცა   გიგი უგულავა უმრავლესობის თხოვნაზეც არ რეაგირებდა. მადლობას გიხდით თქვენც და უმრავლესობის გუნდსაც იმისათვის, რომ წინა წლებთან შედარებით, თბილისში დაამკვიდრეთ ახალი პოლიტიკური კულტურა და საკრებულოს წარმომადგენლები საზოგადოებასთან ერთად ვისმენთ მერის მოხსენებებს“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
საკრებულოს წევრი ნაზღაიძის თემასაც შეეხო და აღნიშნული საკითხი დამსწრე საზოგადოებას, კიდევ ერთხელ,  ქრონოლოგიურად გააცნო.
დეპუტატის განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებმა საერთოდ არ იცოდნენ ვინ იყო ზვიად ნაზღაიძე და  აღნიშნული გადაწყვეტილება დეპუტატებმა სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები