რიმა ბერაძე: დასანანია, რომ მე-5 მოწვევის საკრებულოს ისტორიაში თქვენ შეხვალთ როგორც დესტრუქციული ოპოზიციური ძალა

„ცდილობთ შეაფერხოთ და წინ აღუდგეთ ყველა იმ წამოწყებას, რომელიც ქალაქის კეთილდღეობისკენაა მიმართული“ – ასე მიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ ოპონენტ კოლეგებს და მათივე მმართველობის პერიოდში გადადგმული არაერთი არამომგებიანი და არაეფექტინი ნაბიჯები შეახსენა.
„თქვენს ნაცვლად თბილისში პროგრესს  ჩვენი მოსახლეობა გრძნობს, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული ნდობას ჩვენს გუნდს უცხადებს. სულ მალე თვითმმართველობის არჩევნებია კოლეგებო და დარწმუნებული ვარ, თქვენი დემაგოგიური კრიტიკის პასუხს საზოგადოება ოქტომბერში გაგცემთ. ასევე, სწორედ ხალხის ანუ მთავარი არბიტრის გადაწყვეტილება იქნება პასუხი ჩვენს საქმეებზე.
მიუხედავად მიღწეული წარმატებისა, ჩვენ არ მივეცემით თვითკმაყოფილებას. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და ვიცით, რომ ჯერ კიდევ გვაქვს გადაუჭრელი პრობლემები. რა თქმა უნდა, იმ მიმართულებით,რომ თბილისმა  ევროპული ქალაქების რიცხვში ღირსეული ადგილი დაიკავოს, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. მერწმუნეთ, ჩვენს მიერ დაწყებული გრძელვადიანი რეფორმები შედეგს სულ მალე გამოიღებს.
ხალხი ბრძენია და მჯერა, მომავალ არჩევნებზე ისინი  კვლავ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას, დემოკრატიულ განვითარებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას დაუჭერს მხარს“,- განაცხადა რიმა ბერაძემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები