რიმა ბერაძე: ფაქტი არის ერთი – 2014 წლიდან ჩვენს ქალაქში ძირეული ცვლილებები დაიწყო და თქვენ სწორედ ამას ვერ ეგუებით!

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას წლიური ანგარიში დადებითად შეაფასა. ფრაქციის თავმჯდომარემ ყურადღება იმ პრობლემებზე გაამახვილა, რომლებიც ქალაქის მოსახლეობას წლების მანძილზე აწუხებდა და რომელთა მოგვარებაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
„რა თქმა უნდა, გაწუხებთ ის ფაქტი, რომ ჩვენ რეალურად ვაკეთებთ საქმეს და ხალხს არ ვატყუებთ. ჩვენ შევეჭიდეთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც ქალაქს წლების განმავლობაში აწუხებდა.
ვერ ეგუებით, რომ ყველა მიმართულებით მდგომარეობა კარდინალურად უმჯობესდება. ჩვენ მივაღწიეთ ევროპასთან ვიზალიბერალიზაციას, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს 28 ქვეყნის კარს და 500 მილიონიან ბაზარს უხსნის. 2011 წელთან შედარებით 4 მილიონითაა გაზრდილი ტურისტების რაოდენობა და კიდევ ბევრი სხვა რამ გაკეთდა.
ყველაფერი თქვენთვის ისედაც ცხადია, უბრალოდ ამის აღიარება არ გსურთ. ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ ჩვენთვის სოციალური მიმართულება უმთავრესია. ყველას აქვს უფლება ღირსეული ცხოვრებისა და ეს თბილისელებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს. ჩვენი ინიციატივით ხორციელდება 40 სოციალური და ჯანდაცვის პროგრამა. ​ეს ქალაქი არის ყველასი. ეს ქალაქი არის ქალებისთვის, რომლებისთვისაც ჩვენ „ჰერცეპტინისა“ და „სკრინინგის“ პროგრამებს ვახორციელებთ (ჯამში 18 247 ბენეფიციარი). ეს ქალაქი არის შშმ პირებისთვის, ვისთვისაც ჩვენ ინტეგრაციისა და რეაბილიტაციის პროგრამებს ვახორციელებთ.ეს ქალაქი არის ადამიანების, რომლებისთვისაც ჩვენ გვაქვს C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის პროგრამა (17 392 პირი), ადამიანებისთვის, ვისთვისაც ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამა ხორციელდება. ეს ქალაქი არის სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, სადაც ყოველ ახალშობილზე ფულადი დახმარება გაიცემა. ფულადი დახმარების პროგრამები სოციალურად დაუცველი შშმ პირებისთვისაც მოქმედებს (ჯამში 1 887 ბენეფიციარი), ეს ქალაქი არის ბავშვების, რომლებსაც ჩვენ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლებში სწავლებას ვუფუნანსებთ. (წელიწადში საშუალოდ 22 560 ბავშვი).
ეს ქალაქი არის ადამიანების, რომლებსაც ესაჭიროებათ და იყენებენ კომუნალური სუბსიდირების პროგრამას. ჩვენ არ გვაქვს ილუზია და არ ველოდებით თქვენგან შექებას, მაგრამ მოგიწოდებთ, შეეგუოთ და პატივი სცეთ რეალობას“,-განაცხადა რიმა ბერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები