მოლდავეთში კორუფციაში ეჭვმიტანილი 19 პირი დააკავეს

მოლდავეთში 19 პირი დააკავეს, რომლებიც კორუფციაში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ ნაციონალური ანტიკორუფციული ცენტრის სპიკერმა ანჟელა სტარინსკიმ განაცხადა.
„დაკავებულთა შორის სამი ქალაქის მერი, მერიის ბუღალტერი, ასევე გიმნაზიების დირექტორები და ლიცეუმის უფროსის მოადგილე არიან“ – აცხადებს სტარინსკი.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორუფციის საქმეზე ჩხრეკა მოლდავეთის მთავრობაშიც ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები