თეირანში საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყო

თეირანში საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყო.  ის ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება. არჩევნები კი 19 მაისს გაიმართება.
ამის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში დარეგისტრირებულ კანდიდატებს ირანის შესაბამისი უწყებები შეამოწმებენ და 26-27 აპრილს მას ირანის შს სამინისტრო ოფიციალურად დაამტკიცებს.
ირანის მოქმედი პრეზიდენტი ჰასან რუჰანი თავის კანდიდატურას, სავარაუდოდ, მეორე ვადით წარადგენს, რუჰანიმ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ მის მიერ არჩეული კურსი სწორია და მის დაცვას გააგრძელებს.
დღეს დარეგისტრირებულ კანდიდატებს შორის კულტურის ყოფილი მინისტრი და ყოფილი პოლიტპატიმარიც არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები