აზერბაიჯანში იმ ადგილების ჩამონათვალი გამოქვეყნდა, სადაც მოწევა აიკრძალება

აზერბაიჯანში გამოქვეყნდა იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც მოწევა აიკრძალება. ამის შესახებ სააგენტო „აპა“ იუწყება. ახალი რეგულაციები „თამბაქოს ნაწარმის მოხმარების შესახებ“ კანონპროექტშია გათვალისწინებული.
რეგულაციების მიხედვით, მოწევა იკრძალება სკოლების და სხვა სასწავლო დაწესებულებების, სპორტის და კულტურის დაწესებულებების, საავადმყოფოების, პოლიკლინიკების და სანატორიუმების, ბენზინგასამართი სადგურების, ბარების, რესტორნების, კაფეების, საბავშვო მოედნების, კინოთეატრების, თეატრების, ცირკის, საკონცერტო დარბაზების, სტადიონების, მუზეუმების და ბიბლიოთეკების ტერიტორიაზე.
მოწევა იკრძალება ასევე მეტროპოლიტენში, ავტობუსებში, სამარშრუტო ტაქსებში, ასევე აეროპორტების, რკინიგზის სადგურების და ავტოსადგურების ტერიტორიაზე.
თამბაქოს მოხმარება აკრძალული იქნებ ასევე ლიფტებში, მიწისქვეშა გადასასვლელებში, და სადარბაზოებში.
შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებს კანონი შესაბამისი საინფორმაციო აბრის განთავსებას ავალდებულებს, რომ ამა თუ იმ ადგილას მოწევა აკრძალულია. ასევე მათ უნდა მოაწყონ მოწევისთვის შესაბამისი ადგილები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები