პუტინი: სირიაში კიდევ რამდენიმე ქიმიური შეტევა მზადდება

მოსკოვს აქვს ინფორმაცია, რომ სირიაში კიდევ რამდენიმე ქიმიური შეტევა მზადდება იმის მსგავსად, რომელიც 4 აპრილს იდლიბის პროვინციაში მოხდა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. პუტინმა ამის შესახებ იტალიის პრეზიდენტთან სერჯო მატარელასთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ სხვადასხვა წყაროებიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ასეთი პროვოკაციები სირიის რამდენიმე რაიონში, მათ შორის დამასკოში მზადდება. ამის შემდეგ იგეგმება ამ შეტევებში სირიის ხელისუფლების დადანაშაულება“ – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ამჟამად “ბოევიკებს“ მომწამლავი ნივთიერებები ალეპოს, აღმოსავლეთ გუტუს, ჯირას აეროდრომის და ჰან-შეიჰუნის მახლობლად შეაქვთ. ამ ქმედებების მიზანია აშშ-ის მხრიდან ახალი დარტყმების პროვიცირებაა.
პუტინი ასევე აცხადებს, რომ სირიაში დღეს არსებული მდგომარეობა მას 2003 წელს ერაყის გარშემო შექმნილ ვითარებას აგონებს, როდესაც აშშ ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის არსებობის საბაბით შეიჭრა, რასაც ქვეყნის პრაქტიკულად სრული განადგურება მოჰყვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები