სირიაში ორი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

სირიაში ორი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ერთი დაიჭრა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. „სირიაში „ბოევიკების“ თავდასხმის დროს ორი სამხედრო დაიღუპა და ორი დაიჭრა. მათ გადასარჩენად ამჟამად მედიკოსები იბრძვიან“ –  განუცხადეს „ბი ბი სის“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
ამ ინფორმაციის მიხედვით, სამხედროები სირიაში კონტრაქტით მსახურობდნენ და ისინი სამხედრო ინსტრუქტორები იყვნენ. მათი ვინაობა არ სახელდება.
უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გაავრცელეს, რომ რუსეთი სირიაში დაღუპულ სამხედროთა შესახებ ინფორმაციას მალავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები