„სირიასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე ივანკა ტრამპმა მოახდინა გავლენა“

ტრამპის შვილი ერიკ ტრამპი ადასტურებს, რომ სირიასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე ივანკა ტრამპმა მოახდინა გავლენა. ამის შესახებ ერიკ ტრამპმა ბრიტანულ გამოცემა   Telegraph-ს განუცხადა.
ივანკა სამი შვილის დედაა. მას აქვს გარკვეული გავლენა. დარწმუნებული ვარ, რომ მან მამას უთხრა „შეხედე, ეს ხომ საშინელებაა“ – განაცხადა ერიკ ტრამპმა.
მისი თქმით,დონალდ ტრამპზე და ივანკაზე, სავარაუდოდ, იმ კადრებმა მოახდინა შთაბეჭდილება, რომელზეც სირიის იდლიბის პროვინციაში ქიმიური შეტევის შედეგები იყო ნაჩვენები.
ცნობისთვის, ამ შეტევის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები დაიღუპნენ. რამდენიმე დღეში დონალდ ტრამპის ბრძანებით, შეერთებულმა შტატებმა სირიის სამთავრობო ძალების ავიაბაზა ფრთოსანი რაკეტებით დაბომბა. ექსპერტების შეფასებით, ამ შეტევის შედეგად ბაშარ ასადის მთელი ავიაციის 20% განადგურდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები